ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 50 წლის მამაკაცი დაჭრეს. მას ჭრილობები თავისა და მუცლის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი მამაკაცი ლაგოდეხის ,„არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილე სავარაუდო ბრალდებული, 25 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფონას მახლობლად ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა და სხეულის სხვადასხვა დაზიანებით ამჟამად ისიც „არქიმედეს“ კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, ორივე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.