ლადო სადღობელაშვილს 12 დღით პატიმრობა მიესაჯა
ლადო სადღობელაშვილს 12 დღით პატიმრობა მიესაჯა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ „ქართული მარშის” სამი წევრი, მათ შორის ლადო სადღობელაშვილი დააკავეს.

სამივე მათგანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ლადო სადღობელაშვილს 12 დღით პატიმრობა მიესაჯა, დანარჩენი ორი წევრი კი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა.

ამასთან, ლადო სადღობელაშვილმა ალკოტესტზე უარი განაცხადა.