ლადო კახაძე - დამოუკიდებლობა ის უმთავრესი მონაპოვარია, რაზეც ჩვენ ვაშენებთ თანამედროვე, ევროპულ სახელმწიფოს
ლადო კახაძე - დამოუკიდებლობა ის უმთავრესი მონაპოვარია, რაზეც ჩვენ ვაშენებთ თანამედროვე, ევროპულ სახელმწიფოს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

რუსთაველის გამზირზე მმართველი გუნდის კანდიდატი შვილიშვილებთან ერთად იმყოფებოდა.

„26 მაისი არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანების, ჩვენი ქვეყნის ერთ მუშტად შეკვრის დღე და მეამაყება, რომ ეს სახალხო დღესასწაული კვლავ აერთიანებს ჩვენ ერს. დამოუკიდებლობა ის უმთავრესი მონაპოვარია, რაზეც ჩვენ ვაშენებთ თანამედროვე, ევროპულ სახელმწიფოს, ამიტომ მინდა თითოეულ ქართველს მივულოცო 26 მაისი. ეს დღე ეკუთვნის ყველა ჩვენ თანამემამულეს“, – განაცხადა ლადო კახაძემ.