ლადო აფხაზავას მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
ლადო აფხაზავას მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელს, ლადო აფხაზავას მასწავლებლის უმაღლესი რანგი – მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. მიხეილ ბატიაშვილი დღეს ჩიბათში ჩავიდა და გადაწყვეტილება პედაგოგებს თავად გააცნო.

მასწავლებლის გლობალური კონკურსის ფინალისტს განათლების მინისტრმა წარმატება მიულოცა.

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას შევუწყო ხელი, მინისტრის დღევანდელი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამ მიმართულებით. მინდა, მთელ საქართველოს მივულოცო ჩემი წარმატება. ეს არ არის მარტო ჩემი წარმატება, ის ეკუთვნის საქართველოს“, – განაცხადა ლადო აფხაზავამ.

2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის ქართველი ლადო აფხაზავა მოხვდა.