ლაბორატორიულად ჯერ დადასტურებული არ არის, გახდა თუ არა 30 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი
ლაბორატორიულად ჯერ არ არის დადასტურებული, გახდა თუ არა 30 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი,- ამის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც სერგეენკო აცხადებს, გრიპის ვირუსის შემთხვევები შემცირებულია, თუმცა დაავადება მაინც მძიმედ მიმდინარეობს.
„ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ლაბორატორიული დადასტურება არ გვაქვს. რაც შეეხება გრიპის ავადობას, საბედნიეროდ, შემთხვევების რაოდენობა მცირდება, თუმცა ეს სამწუხაროდ ასახვას არ პოულობს დაავადებების მიმდინარეობაზე. დაავადება კვლავ მძიმედ მიმდინარეობს. დღესაც გვექნება სტაციონარების შეფასება და საღამოს ჟურნალისტებს უფრო ზუსტ ინფორმაციას მივაწვდით“,-განაცხადა დავით სერგეენკომ.
საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების სულ 20 შემთხვევაა დადასტურებული.