კვიპროსში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში, სავაჭრო ცენტრები და რესტორნები ახალ წლამდე დაიხურა.
ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
გარდა ამისა, კვიპროსში საეკლესიო მსახურება მრევლის გარეშე ჩატარდება.
„არ არსებობს კარგი და ცუდი შეზღუდვები, არსებობს აუცილებელი და უმეტესად არასასიამოვნო, მაგრამ უნდა დავიცვათ სიცოცხლე. ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, კონსტანტინოს იოანოუმ.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კვიპროსში „კოვიდ-19“-ის 13 286 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 68 ადამიანი.