კვიპროსში კორონავირუსის გამო კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ „ალჯაზირა“ იუწყება.
როგორც ცნობილია, აკრძალვები 13 აპრილამდე გაგრძელდება.
როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ნიკოს ანასტასიადისმა აღნიშნა, კორონავირუსთან ბრძოლა ნამდვილი ომია, რომელსაც ყველა ერთად უნდა ებრძოლოს.
ამ დროის მონაცემებით, კვიპროსში ახალი ტიპის კორონავირუსის 116 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
„ალ ჯაზირას“ ინფორმაციით, ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას 21 მარტიდან სამოქალაქო ავიაციაში დაწესებული მასშტაბური შეზღუდვით ეფექტიანად უმკლავდება.