კვების ობიექტების ფუნქციონირების საკითხზე სურსათის ეროვნულ სააგენტოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები საზოგადოებრივი კვების ობიექტების საქმიანობის აღდგენასთან დაკავშირებით რესტორნებისა და სასტუმროების ბიზნესის დარგობრივ ასოციაციებს შეხვდნენ და არსებული გამოწვევების ფონზე დადგენილი მოთხოვნები და რეკომენდაციები გააცნეს.
„სააგენტო მუდმივ მზადყოფნაშია, ითანამშრომლოს ბიზნესსექტორთან. ტურისტული სეზონისთვის უმნიშვნელოვანესია კვების ობიექტების შეუფერხებელი ფუნქციონირება, რაც პირდაპირ კავშირშია ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული უსაფრთხოების წესებისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვასთან,“- განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში, საკონსულტაციო შეხვედრები გამართონ.
ბიზნესასოციაციებმა აღნიშნეს, რომ სექტორი მაქსიმალურად მობილიზებულია იმისთვის, რომ ყველა მოთხოვნა გათვალისწინებული იყოს.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრას გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესასოციაციის, რესტორატორთა ასოციაციის, სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის, გასტრონომიის ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.