კვების ობიექტებში ცოცხალი მუსიკა დღეიდან დაშვებული იქნება
კვების ობიექტებში ცოცხალი მუსიკა დღეიდან დაშვებული იქნება

დღეიდან კვების ობიექტებში ცოცხალი მუსიკა დაშვებული იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში მიიღო.

რესტორნებმა, შაბათ-კვირის გარდა, შიდა სივრცეებში სტუმრების მიღება ბათუმში პირველი მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით კი 8 მარტიდან განაახლეს, თუმცა ცოცხალი მუსიკა ამ დრომდე არ იყო დაშვებული.

რაც შეეხება შეზღუდვების შემდგომ შემსუბუქებას, პირველი აპრილიდან მუშაობის განახლებას შეძლებენ ​საბავშვო გასართობი ცენტრები და კინოთეატრები.

ასევე, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, 28 მარტს დაგეგმილ საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩზე დაუშვას მაყურებლის დასწრება დისტანციისა და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. სტადიონზე დაშვებული იქნება მაყურებელთა 30 პროცენტი. ასევე, ძიუდოში დაგეგმილ გრანდსლემზეც დაიშვება მაყურებელთა 30 პროცენტი.