კვების ობიექტები დღეიდან 23:00 საათამდე იმუშავებენ

07:45, 06.10.2021

მთელი ქვეყნის მასშტაბით კვების ობიექტები დღეიდან 23:00 საათამდე იმუშავებენ.

გადაწყვეტილება ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, კვების ობიექტების მუშაობა ერთი საათით გახანგრძლივდება.

რესტორნების მუშაობა დღემდე 22:00 საათამდე იყო დაშვებული.

მსგავსი