კურსკის ოლქში რაკეტის ფრაგმენტების ჩამოვარდნის შედეგად თხუთმეტი ადამიანი დაშავდა
კურსკის ოლქში რაკეტის ფრაგმენტების ჩამოვარდნის შედეგად თხუთმეტი ადამიანი დაშავდა

კურსკის ოლქში რაკეტის ფრაგმენტების ჩამოვარდნის შედეგად თხუთმეტი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ კურსკის ოლქის გუბერნატორი ალექსეი სმირნოვი სოციალურ ქსელში წერს.

სმირნოვის ინფორმაციით, რაკეტა უკრაინელებს ეკუთვნოდათ.

„გასული ღამე რთული იყო კურსკის ოლქში. რაკეტის ფრაგმენტის ჩამოვარდნის შედეგად თხუთმეტმა ადამიანმა მიიღო დაზიანება. ყველა იღებს საჭირო სამედიცინო დახმარებას. გავეცი ბრძანება, რომ რაც შეიძლება მალე მომზადდეს დოკუმენტები და დახმარება აღმოუჩინონ იმ ხალხს, რომელთა სახლებიც დაზიანდა“, – წერს გუბერნატორი.

გასულ ღამეს რაკეტის ნამსხვრევები საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. მაშველებმა თხუთმეტი პირი გადაარჩინეს, ასევე განხორციელდა 30 ადამიანის ევაკუაცია.