კურორტ გოდერძიზე ზამთრის ტურისტული სეზონი დღეს გაიხსნება.
„სრიალის მოყვარულებს გიმასპინძლებთ გონდოლასა და ბაბლის ტიპის საბაგიროები, 80-მეტრიანი მოძრავი ხალიჩა, არაჩვეულებრივი სასრიალო ტრასები და გოდერძის ულამაზესი ბუნება“, – აღნიშნულია მთის კურორტების განვითარების კომპანიის განცხადებაში.
კურორტის სამუშაო საათებია: ორშაბათი-პარასკევი 10:00-16:00 საათი, შაბათი-კვირა 10:00-17:00 საათი.
მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, კურორტის სტუმრებს შეეძლებათ ისარგებლონ სასრიალო გზებით: „ზანკა1“, „იალა1“, „იალა2“.