კურორტ „გოდერძიზე" კვადროციკლი ხევში გადავარდა - დაღუპულია ერთი ადამიანი
კურორტ „გოდერძიზე" კვადროციკლი ხევში გადავარდა - დაღუპულია ერთი ადამიანი

კურორტ „გოდერძიზე” კვადროციკლზე მსხდომი ორი მამაკაცი ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა კურორტის 23 წლის თანამშრომელი. დაშავდა კვადროციკლზე მჯდომი მეორე თანამშრომელი.

როგორც პირველ არხს ხულოს მერის მოადგილემ, ლაშა ბოლქვაძემ განუცხადა, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.

„ორივე მთის კურორტების სააგენტოს ადგილობრივი თანამშრომლები იყვნენ, მაშველები სავარაუდოდ შემოვლაზე იმყოფებოდნენ. შემთხვევა დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა. გარდაცვლილს სავარაუდოდ პროზექტურაში გადაასვენებენ. დაშავებული კი, ჩემი ინფორმაციით, არ არის მძიმე მდგომარეობაში. ის კურორტზე რჩება” – განაცხადა პირველ არხთან ხულოს მერის მოადგილემ ლაშა ბოლქვაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.