„კურიერის“ ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2.5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა
„კურიერის“ ინფორმაციით, „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2.5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა.
„საერთო ჯამში, 2021 წლიდან რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან ხოშტარიების ოჯახის მიერ მიღებული თანხა 5 მილიონ 279 ათასი რუბლია. ბოლო სამი წლის განმავლობაში ტრანზაქცია შვიდჯერ განხორციელდა.
ბოლოს მიღებული თანხა რამდენჯერმე მეტია წინა წლების ჩარიცხვებთან შედარებით“, – აღნიშნულია „კურიერის“ ინფორმაციაში.