„კურიერის“ ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2.5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა

11:01, 05.06.2023

„კურიერის“ ინფორმაციით, „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2.5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა.

„საერთო ჯამში, 2021 წლიდან რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან ხოშტარიების ოჯახის მიერ მიღებული თანხა 5 მილიონ 279 ათასი რუბლია. ბოლო სამი წლის განმავლობაში ტრანზაქცია შვიდჯერ განხორციელდა.

ბოლოს მიღებული თანხა რამდენჯერმე მეტია წინა წლების ჩარიცხვებთან შედარებით“, – აღნიშნულია „კურიერის“ ინფორმაციაში.

მსგავსი