გია ვოლსკი - უნდა გადავხედოთ, რა მიზნები გვაქვს და ამ მიზნების რეალიზაციისთვის რა რესურს ვიყენებთ, სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ გამჭვირვალობა არსებობდეს ყველგან
გია ვოლსკი - უნდა გადავხედოთ, რა მიზნები გვაქვს და ამ მიზნების რეალიზაციისთვის რა რესურს ვიყენებთ, სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ გამჭვირვალობა არსებობდეს ყველგან

მართალია, წარდგენილი კანონი ფიზიკურ პირებს არ ეხებათ, მაგრამ გამჭვირვალობის თემა დღის წესრიგში მუდმივად დგას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, გამჭვირვალობა აუცილებელია.

„ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთის ფედერაციის ოფიციალური ბიუჯეტიდან საკმაოდ დიდი თანხები ერიცხება და სოლიდური ქონებაც შეიძინეს. ეს არ არის მხოლოდ ორმაგი სტანდარტი, რომელიც, გარკვეულწილად, აჩენს იმის ეჭვს, რომ თუ უკვე დავალებები არ აქვს მიღებული, ნებისმიერ დროს ისეთი დავალება მიიღოს, როგორიც არის დესტაბილიზაციის ხელშეწყობა, რაც რუსეთის პოლიტიკის დამგეგმავებს შეიძლება აწყობდეთ. უნდა გადავხედოთ, რა მიზნები გვაქვს და ამ მიზნების რეალიზაციისთვის რა რესურს ვიყენებთ. სწორედ ამიტომ არის საჭირო ის, რომ გამჭვირვალობა არსებობდეს ყველგან. მართალია, ეს კანონი ფიზიკურ პირებს არ ეხებათ, მაგრამ გამჭვირვალობის თემა დღის წესრიგში მუდმივად დგას“, – განაცხადა ვოლსკიმ.