კუნძულ ტენერიფეზე, ერთ-ერთ სასტუმროში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა გამოვლინდა
ესპანეთში, კუნძულ ტენერიფეზე კორონავირუსით უკვე ოთხი ადამიანია დაინფიცირებული. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
კორონავირუსით დაინფიცირების ოთხივე შემთხვევა ერთ-ერთ სასტუმროში გამოვლინდა. დაინფიცირებულებს შორის არიან ბრიტანეთის მოქალაქეები.
ტენერიფეზე კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა სასტუმროში გუშინ დაფიქსირდა. რის გამოც სასტუმრო დაიკეტა და იქ მყოფი დაახლოებით 1 000 ადამიანი იზოლაციაშია.