კუნძულ ჰაიტიზე ამერიკელ მისიონერთა ჯგუფი გაიტაცეს, რომლებიც პორტ-ო-პრენსში ადგილობრივ თავშესაფარს სტუმრობდნენ. „როიტერის“ ინფორმაციით, გატაცებულთა შორის 16 ამერიკელი და ერთი კანადელია. მათ შორის, მისიონერთა ოჯახის მცირეწლოვანი წევრები.
ჰაიტის უსაფრთხოების სამსახური ეჭვობს, რომ თავდასხმისა და გატაცების მიღმა „400 ლავოზოს“ სახელით ცნობილი ადგილობრივი დაჯგუფება დგას.