„თბილისის ჰამქარის“ წევრი, კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი მოქალაქეებისთვის გუდიაშვილის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საინფორმაციო ტურს ჩაატარებს. საინფორმაციო ტური გუდიაშვილის სკვერში ხვალ იგეგმება.
ტურის ფარგლებში ცირა ელისაშვილი საზოგადოებას გუდიაშვილზე განხორიელებულ სარესტავრაციო სამუშაოებს დაათვალიერებინებს.
როგორც ცირა ელისაშვილმა განაცხადა, ეს იქნება ერთგვარი შუალედური ანგარიში, როგორ მიმდინარეობს სამუშაოების პროცესი ადგილზე.
პროექტის თანახმად, ლადო გუდიაშვილის მოედანსა და მიმდებარე არეალში 30-ზე მეტი ისტორიული შენობის სრული რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დასრულდება.
გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ძველი ნაგებობების უმეტესობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და თითქმის ყველა საცხოვრებელი სახლი მძიმე მდგომარეობაში იყო. შენობების მთავარი პრობლემა ძალიან დიდი ბზარები, ავარიულობა და ფასადის დაკარგული მნიშვნელოვანი ფრაგმენტები იყო. რეაბილიტაცია სპეციალისტების ზედამხედველობით მიმდინარეობს. სამუშაობის მიმდინარეობისას მიწის ქვეშ ღვინის ქვევრები, თონე და თიხის ჭურჭლები აღმოაჩინეს.