კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
„დღეს ლეგენდარული მოჭადრაკის, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის დაბადების დღეა.
ნონა გაფრინდაშვილი 1941 წლის 3 მაისს ქალაქ ზუგდიდში დაიბადა. იგი გახლავთ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული და საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა და კაცთა შორის. ასევე, ნონა გაფრინდაშვილი გახლავთ საჭადრაკო „ოსკარის“ პირველი მფლობელი, „ევროპის ოქროს პაიკის“ ლაურეატი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი და კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელი. ლეგენდარულ მოჭადრაკეს გამოქვეყნებული აქვს წიგნი: „ჩემი ცხოვრების არსი“.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ულოცავს ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს, უსურვებს ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას“, – აღნიშნულია სამინისტროს მილოცვაში.
ნონა გაფრინდაშვილს დღეს 81 წელი შეუსრულდა.