კუბაზე ჩამოვარდნილი სამგზავრო ლაინერის შავი ყუთი იპოვეს
კუბაზე ჩამოვარდნილი სამგზავრო ლაინერის შავი ყუთი იპოვეს

კუბაზე ჩამოვარდნილი სამგზავრო ლაინერის შავი ყუთი ნაპოვნია. როგორც ტრანსპორტის სამინისტროში ამბობენ, მეორე შავი ყუთის ძებნა გრძელდება. მათივე ცნობით, უახლოეს ხანში ექსპერტები გამოძიების პირველ შედეგებს წარადგენენ.

ჰავანაში კი ავიაკატასტროფის მსხვერპლთა იდენტიფიცირების პროცედურა გრძელდება. ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილთა რიცხვი 110-ია. მათ შორის არის 11 უცხოელი. ბორტზე 2 არგენტინელი და ერთი მექსიკელი ტურისტი, 6 მექსიკელი ეკიპაჟის წევრი და ორი აფრიკელი იმყოფებოდა. კატასტროფას 3 ქალი გადაურჩა, თუმცა ისინი კრიტიკულ მდგომარეობაში არიან.

ბოინგ 737-ი შიდა რეისს ასრულებდა. ლაინერის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. კუბაზე ორდღიანი გლოვა გამოცხადებული.