ეთიოპიაში სამგზავრო ავიალაინერის კატასტროფის ადგილზე შავი ყუთი იპოვეს
ეთიოპიაში სამგზავრო ავიალაინერის კატასტროფის ადგილზე შავი ყუთი იპოვეს

ეთიოპიაში სამგზავრო ავიალაინერის კატასტროფის ადგილზე გამომძიებლებმა შავი ყუთი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ეთიოპიის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეთიოპიან ეარლაინსის“ კუთვნილი „ბოინგ 737“ 10 მარტს ეთიოპიის დედაქალაქიდან აფრენიდან ექვს წუთში ჩამოვარდა.. თვითმფრინავის ბორტზე 157 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. თვითმფრინავი ადის-აბებადან კენიის დედაქალაქ ნაირობიში ასრულებდა რეისს.

ავიალაინერის მგზავრთა შორის გაერო-ს თანამშრომლები, სიცილიელი მინისტრი, სლოვაკი დეპუტატის ოჯახის წევრები, ასევე „სბერბანკის“ ორი თანამშრომელი იმყოფებოდნენ.