მაშველებმა ინდონეზიაში, იავის ზღვაში ჩავარდნილი სამგზავრო თვითმფრინავიდან შავი ყუთი ამოიღეს
მაშველებმა ინდონეზიაში, იავის ზღვაში ჩავარდნილი სამგზავრო თვითმფრინავიდან შავი ყუთი ამოიღეს

მაშველებმა ინდონეზიაში, იავის ზღვაში ჩავარდნილი სამგზავრო თვითმფრინავიდან შავი ყუთი ამოიღეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინდონეზიის ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩამწერი მოწყობილობა ჯაკარტის ნავსადგურში გადაიტანეს.

ბოინგი, რომლის ბორტზე 62 ადამიანი იმყოფებოდა, ჯაკარტის ჩრდილოეთით ზღვაში ჩავარდა. კატასტროფის პირველი მსხვერპლის იდენტიფიცირება პოლიციამ 11 იანვარს თითის ანაბეჭდების საშუალებით შეძლო. სამძებრო-სამაშველო სააგენტოს პრეს-სპიკერის თქმით, მათი პრიორიტეტი ახლა ავიაკატასტროფის მსხვერპლთა პოვნაა.

შეგახსენებთ, 9 იანვარს ინდონეზიური ავიაკომპანია Sriwijaya Air-ის კუთვნილი ბოინგი 737-500 ჯაკარტის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ რადარებიდან მალევე გაუჩინარდა. თვითმფრინავი ინდონეზიის ქალაქ პონტიანაკში ასრულებდა რეისს.