კუბის დედაქალაქში მომხდარ ავიაკატასტროფას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
კუბური გამოცემა Granma-ს ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შემდეგ მხოლოდ სამი ადამიანი გადარჩა, რომლებიც კრიტიკულ მდგომარეობაში არიან.
თვითმფრინავის ბორტზე 104 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა.
“ბოინგ 737”-ს ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი ჰავანის აეროპორტიდან აფრენისთანავე ჩამოვარდა და აფეთქდა.