კუბაში ავიაკატასტროფას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

23:52, 18.05.2018

კუბის დედაქალაქში მომხდარ ავიაკატასტროფას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

კუბური გამოცემა Granma-ს ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შემდეგ მხოლოდ სამი ადამიანი გადარჩა, რომლებიც კრიტიკულ მდგომარეობაში არიან.

თვითმფრინავის ბორტზე 104 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა.

“ბოინგ 737”-ს ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი ჰავანის აეროპორტიდან აფრენისთანავე ჩამოვარდა და აფეთქდა.

მსგავსი