კრწანისისა და სამგორის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
„თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს დედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:
კრწანისის რაიონი – 10:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თაბორის მთის და გრიშაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს, 13:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მეფე სოლომონ II, გორგასლის და კრწანისის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თვალჭრელიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.