კრიტიკული შეუსაბამობების გამო ხუთ თვეში საწარმოო პროცესი კვების 112 ობიექტს შეუჩერდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის სასახურმა მიმდინარე წლის ხუთ თვეში 1 701 კვების ობიექტი შეამოწმა, საიდანაც 384 დააჯარიმა. კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი კვების 112 ობიექტს შეუჩერდა.
თუმცა, სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესოპერატორებისთვის საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორებისთანავე განახლდა.
რაც შეეხება 2016-2017 წლებს, ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შემოწმდა 3 108 საზოგადოებრივი კვების ობიექტი, აქედან 185 დაჯარიმდა. 2017 წელს კი, 1 410 საზოგადოებრივი კვების ობიექტი შემოწმდა და დაჯარიმდა 685 ობიექტი.
რესტორნებსა და კაფე-ბარებში გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები, როგორიცაა:
მავნე სურსათის განთავსება, ხორცის ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე; სურსათის მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობა; არაკრიტიკული შეუსაბამობისას გაცემული მითითებების, კრიტიკული შეუსაბამობების დაფიქსირების გამო საწარმოო პროცესის შეჩერება; სახელმწიფო კონტროლისთვის ხელის შეშლა; ეტიკეტირების წესის დარღვევა; ვადაგასული სურსათის რეალიზაცია.
გამოვლენილ დარღვევებზე ჯარიმების ოდენობა 200-დან 1 200 ლარამდეა.