კრისტინ ლაგარდი - ინსტიტუტებისადმი ნდობა დაბალია მთელ მსოფლიოში, რის გამოც შეშფოთებულები უნდა ვიყოთ
ინსტიტუტებისადმი ნდობა დაბალია მთელ მსოფლიოში, არამხოლოდ საქართველოში, რის გამოც ჩვენ, როგორც საზოგადოება, უნდა ვიყოთ შეშფოთებულები, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა, კრისტინ ლაგარდმა სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.
„ინვესტორებს სურთ პროგნოზირებადობა. მათ არ უნდათ სიურპრიზები. ეს ეხება გადასახადებს, კანონმდებლობასა და სასამართლოს. ნებისმიერი ქვეყნისთვის, იქნება ეს საქართველო თუ სხვა სახელმწიფო, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს ინვესტორებისთვის პროგნოზირებადობისა და სანდოობის შესაბამისი დონე. მეორე მხრივ, ყველა ინსტიტუტისადმი ნდობა შედარებით დაბალია მთელ მსოფლიოში, არამხოლოდ საქართველოში, ეხება ეს პოლიტიკურ პარტიებს, ინსტიტუტებს, სასამართლო სისტემას. მათ მიმართ არის უნდობლობა, რის გამოც ჩვენ, როგორც საზოგადოება, უნდა ვიყოთ შეშფოთებულები. სასამართლო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი დავების გადაწყვეტის სათანადო და ეფექტიანი მექანიზმისთვის ნებისმიერ ქვეყანაში. ვიმედოვნებ, ეს საქართველოშიც ასე იქნება“, – განაცხადა კრისტინ ლაგარდმა.