კრის ვაიდმანი ოქტაგონს უბრუნდება
კრის ვაიდმანი ოქტაგონს უბრუნდება

კრის ვაიდმანი ოქტაგონს უბრუნდება. 36 წლის ამერიკელი ბრძოლას საშუალო წონით დივიზიონში (middleweight) ომარი ახმედოვთან ჩაატარებს. დაპირისპირება 8 აგვისტოს შედგება. ჯერჯერობით უცნობია ბრძოლის ზუსტი ლოკაცია, თუმცა, დიდი ალბათობით ის ლას ვეგასში შედგება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლა ვაიდმანმა ნახევრად მძიმე წონით დივიზიონში გამართა და დომინიკ რეიესთან ნოკაუტით დამარცხდა. ამერიკელმა UFC-ის ოქტაგონზე ბოლო გამარჯვება დაახლოებით 3 წლის წინ, კელვინ გასტელუმთან მოიპოვა.

ომარი ახმედოვს ბოლო 6 ბრძოლა აქვს მოგებული. მან UFC-ში კარიერა ნახევრად საშუალო (welterweight) წონაში დაიწყო და რეკორდი 5-3 ჰქონდა. მას შემდეგ ახმედოვმა წონითი კატეგორია შეიცვალა და საშუალო წონით დივიზიონში გადავიდა. როგორც გაირკვა, ეს სვლა საკმაოდ წარმატებული გამოდგა.

8 აგვისტოს ქარდზე მთავარი ბრძოლა დერიკ ლიუსსა და ალექსეი ოლეინიკს შორის ჩატარდება.