კრის ბოტი საქართველოშია. მუსიკოსის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში დაეშვა. ინფორმაციას Black Sea Arena ავრცელებს.
„გრემის“ მფლობელი მუსიკოსი საქართველოში ნანი ბრეგვაძის კონცერტისთვის ჩამოვიდა, სადაც სპეციალური სტუმრის სტატუსით რამდენიმე კომპოზიციას შეასრულებს, მათ შორის დუეტს ლეგენდარულ ქართველ მომღერალთან.
ღონისძიება ხვალ, 16 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება.
ამერიკელი მესაყვირე, თავის ჯგუფთან ერთად, სასტუმროში დაბინავდება, ხვალ დღის პირველ ნახევარში კი საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და ნიკოლოზ რაჭველთან ერთად, არენის დარბაზში რეპეტიციას გაივლის.