ნანი ბრეგვაძის კონცერტი „ბლექ სი არენაზე“ 16 აგვისტოს გაიმართება
ნანი ბრეგვაძის კონცერტი „ბლექ სი არენაზე“ 16 აგვისტოს გაიმართება

შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ მომღერალ ნანი ბრეგვაძის კონცერტი 16 აგვისტოს გაიმართება.

ნანი ბრეგვაძის კონცერტის მონაწილე, „გრემის“ მფლობელი ამერიკელი მესაყვირე, კრის ბოტი იქნება, რომელიც საღამოზე რამდენიმე კომპოზიციას შეასრულებს.

კონცერტს მუსიკალურად გააფორმებს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.

კონცერტზე ასევე იმღერებენ ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, ასევე ნინო ქათამაძე და სხვა მუსიკოსები.