„ბლექ სი არენაზე“ ნანი ბრეგვაძისა და კრის ბოტის კონცერტი გაიმართება
„ბლექ სი არენაზე“ ნანი ბრეგვაძისა და კრის ბოტის კონცერტი გაიმართება

„ბლექ სი არენაზე“ დღეს ნანი ბრეგვაძისა და კრის ბოტის კონცერტი გაიმართება.

„გრემის“ მფლობელი ამერიკელი მესაყვირე რამდენიმე კომპოზიციას შეასრულებს. კონცერტში მონაწილეობისთვის კრის ბოტი საქართველოში გუშინ საღამოს ჩამოვიდა.

კონცერტს მუსიკალურად გააფორმებს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.

კონცერტზე ასევე იმღერებენ ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, ნინო ქათამაძე და სხვა მუსიკოსები.