საბერძნეთში პირეადან კრეტაზე მიმავალ სამგზავრო ბორანს ცეცხლი გაუჩნდა. სატრანსპორტო საშუალების კაპიტანმა პორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
ინციდენტის დროს ბორანზე სულ 875 მგზავრი და ეკიპაჟის 140 წევრი იმყოფებოდა. ასევე, ბორტზე იყო 80-მდე სატვირთო და 125 მსუბუქი ავტომობილი.
მეხანძრეებმა მოქალაქეების ევაკუაცია სახანძრო კიბეების საშუალებით განახორციელეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ფარეხის ტერიტორიაზე გაჩნდა.