კუნძულ კრეტაზე მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
კუნძულ კრეტაზე მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

კუნძულ კრეტაზე მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 10-მდე ადამიანი. მათგან შვიდს მსუბუქი ჭრილობები აღენიშნება, სამი კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კრეტაზე 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 09:00 საათზე მოხდა.