კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმირ ზელენსკისგან პუტინთან საუბრის თხოვნა არ მიუღიათ
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტისგან კრემლის ადმინისტრაციაში, ბოლო დღეების განმავლობაში, ვლადიმირ პუტინთან საუბრის გამართვასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ შესულა.
ცოტა ხნის წინ სააგენტო „როიტერი“ ზელენსკის პრესსპიკერზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ დონბასში დაძაბულობის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინთან საუბარი მოითხოვა, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღია.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან 40 000-ზე მეტი ჯარისკაცი შეკრიბა და კიდევ 40 000 სამხედრო მოსამსახურე ყირიმში ჩაიყვანა.
ვლადიმირ ზელენსკი კონფლიქტის ესკალაციის საკითხს პარიზში განიხილავს.