კრემლში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს რუსეთისთვის კარგი არაფერი ხდებოდა, თუმცა დიალოგი არსებობდა
კრემლში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს რუსეთისთვის კარგი არაფერი ხდებოდა, თუმცა დიალოგი არსებობდა

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს რუსეთისთვის კარგი არაფერი ხდებოდა, შემოჰქონდათ ახალი შეზღუდვები, მაგრამ დიალოგი მაინც გვქონდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„რაც შეეხება პუტინისა და ტრამპის ურთიერთგაგებას, ტრამპის დროს რუსეთისთვის განსაკუთრებულად კარგი არაფერი ხდებოდა, პირიქით, ახალი შეზღუდვები შემოჰქონდათ, თუმცა დიალოგი მაინც არსებობდა. ეს ალბათ დადებით ელემენტად შეიძლება ჩაითვალოს“, – განაცხადა პესკოვმა.

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ ხუთი ნოემბრის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შეასუსტებს.