კრემლში აცხადებენ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტი პროვოკაციულია
კრემლში აცხადებენ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტი ტაივანში პროვოკაციულია.
„ჩვენ დარწმუნებით ვერ ვიტყვით, ჩავა თუ არა ნენსი პელოსი ტაივანში, თუმცა ყველაფერი, რაც ამ ტურს უკავშირდება და შესაძლო ვიზიტი ტაივანში, წმინდა პროვოკაციაა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, დემოკრატი ნენსი პელოსი აზიურ ტურნეში იმყოფება. როგორც მედია წერს, ის სავარაუდოდ დღეს საღამოს ჩავა ტაივანში.
ჩინეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ აღნიშნული ვიზიტი წინააღმდეგობაშია ვაშინგტონის მიერ გატარებულ „ერთი ჩინეთის პრინციპთან“ და ნეგატიურ შედეგს მოუტანს აშშ-ისა და ჩინეთის ურთიერთობებს.