კრემლში აცხადებენ, რომ არ არიან მზად საზღვარგარეთ გამგზავრებული რუსეთის ყველა მოქალაქის მისაღებად
კრემლში აცხადებენ, რომ არ არიან მზად საზღვარგარეთ გამგზავრებული რუსეთის ყველა მოქალაქის მისაღებად

კრემლში აცხადებენ, რომ არ არიან მზად საზღვარგარეთ გამგზავრებული რუსეთის ყველა მოქალაქის მისაღებად. ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.

მისი თქმით, „რუსეთის მტრებისთვის სამშობლოში სავარაუდოდ ადგილი არ მოიძებნება“.

ამასთან, პესკოვის შეფასებით, ადრე თუ გვიან საზღვარგარეთ მყოფი რუსეთის მოქალაქეები უკან დაბრუნებას დაიწყებენ.

„მათთვის, ვინც რუსეთის მტერი გახდა, ალბათ, ჩვენს სამშობლოში ადგილი არ მოიძებნება,“ – განაცხადა პესკოვმა.

პესკოვი მიიჩნევს, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები რუსები დაბრუნებას მაშინ დაიწყებენ, როდესაც „რუსეთის მზარდი ბაზარი სულ უფრო მიმზიდველი გახდება, იმ ნეგატიური ეკონომიკური ტენდენციების ფონზე, რომლებიც იმ ქვეყნებში ფიქსირდება, სადაც ისინი გაემგზავრნენ“.

ცნობისთვის, 2022 წელს უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ რუსეთიდან ათასობით მოქალაქე სხვადასხვა ქვეყნებში გაემგზავრა. „როსსტატისმონაცემებით, 2022 წლის იანვრიდან სექტემბრამდე რუსეთიდან საზღვრებს გარეთ 419 ათასი ადამიანი გაემგზავრა, 2021 წელს ასეთი ადამიანების რაოდენობა 202 ათასი იყო.