კრემენჩუკის მერი აცხადებს, რომ ქალაქის სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები
კრემენჩუკის მერის, ვიტალი მალეცკის ინფორმაციით, ქალაქის სავაჭრო ცენტრზე რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულები და არის მსხვერპლი, თუმცა ჯერ ზუსტი რიცხვის თქმა შეუძლებელია.
„კრემენჩუკზე სარაკეტო იერიში ძალიან ხალხმრავალ ადგილას განხორციელდა, რომელსაც 100 პროცენტით არანაირი კავშირი არ აქვს სამხედრო მოქმედებებთან. რაშისტებო, დაიწვით ჯოჯოხეთში. ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად ადგილზე ვიმყოფები“, – წერს ქალაქის მერი ვიტალი მალეცკი სოციალურ ქსელში.
სავაჭრო ცენტრზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი. მისი თქმით, მსხვერპლის რიცხვის წარმოდგენაც კი რთულია.
„ოკუპანტებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს სავაჭრო ცენტრზე, სადაც ალბათ 1000 ადამიანი იმყოფებოდა. ცენტრი იწვის, მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მსხვერპლის რიცხვის წარმოდგენაც კი რთულია. არანაირი სტრატეგიული ღირებულება. ხალხის მცდელობა რომ ნორმალურად იცხოვრონ, ასე აღიზიანებთ ოკუპანტებს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინაში, კრემენჩუკის რაიონში ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.