კრასნოდარის ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, რომ აზოვის ზღვის თავზე რუსულმა სუ-25-მა კატასტროფა განიცადა
კრასნოდარის ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, რომ აზოვის ზღვის თავზე რუსულმა სუ-25-მა კატასტროფა განიცადა

აზოვის ზღვის თავზე რუსულმა სუ-25-მა კატასტროფა განიცადა, – ამის შესახებ კრასნოდარის მხარის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს. მათივე ცნობით, მომხდარს მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსული მოიერიშე თვითმფრინავის მფრინავმა კატაპულტირება მოასწრო.

ამასთან, ტელეგრამარხები იუწყებიან, რომ პილოტი დაიღუპა. მათი ინფორმაციით, მფრინავი წყალში ჩავარდა და პარაშუტის თოკებში გაიხლართა.

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბში აცხადებენ, რომ სუ-25-მა ავარია საწვრთნელი ფრენის დროს განიცადა. წინასწარი ვერსიით, მწყობრიდან გამოვიდა ძრავა.

რუსული ტელეგრამარხები იუწყებიან, რომ მოიერიშე თვითმფრინავი ქალაქ ეისკთან ჩამოვარდა. ცნობისთვის, 2022 წლის ოქტომბერში ამავე ქალაქში ჩამოვარდა კიდევ ერთი რუსული ბომბდამშენი. მაშინ სუ-34 მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა.