კრასნოდარის ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, ქერჩის სრუტეში, პორტ „კავკაზში“ დრონებით ბორანზე თავდასხმა მოხდა
კრასნოდარის ოლქის გუბერნატორი ვენიამინ კონდრატიევი აცხადებს, რომ ქერჩის სრუტეში, პორტ „კავკაზში“ ბორანზე დრონებით იერიში განხორციელდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.
ამის შესახებ ვენიამინ კონდრატიევი ტელეგრამარხზე წერს.
„ამ დილით უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა საბორნე ხომალდზე პორტ „კავკაზში“. ხანძარი ლოკალურია, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არის. სამწუხაროდ, ეკიპაჟის წევრებსა და პორტის თანამშრომლებს შორის არიან დაშავებულები და გარდაცვლილი“, – წერს კონდრატიევი.
შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.
უკრაინის ხელისუფლებას აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.