რამზან კადიროვის ინფორმაციით, ჩეჩნეთში მდებარე რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტს დრონებით დაესხნენ თავს

12:27, 29.10.2024

ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ჩეჩნეთში მდებარე „რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტს“ დრონებით დაესხნენ თავს.

მისი თქმით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„დღეს, დილის 06:30 საათზე გუდერმესში, „რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტის“ ტერიტორიაზე უპილოტო აპარატის თავდასხმის შედეგად ცარიელი შენობის სახურავზე ხანძარი გაჩნდა. მსხვერპლი და დაშავებულები არ არის. ხანძარი ჩააქრეს“, – წერს ჩეჩნეთის ლიდერი.

„რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტი“, სხვა საქმიანობასთან ერთად, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მონაწილეებს ამზადებს.

ცნობისთვის, ჩეჩნეთის ხელისუფლება პირველად იუწყება ჩეჩნეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმის შესახებ.

მსგავსი