კრასნოდარის მხარის გუბერნატორი აცხადებს, რომ, სამაშველო ოპერაციის შედეგად, პორტ „კავკაზში“ ჩაძირული ბორნის ეკიპაჟის 17 წევრი გადაარჩინეს
კრასნოდარის მხარის გუბერნატორი აცხადებს, რომ, სამაშველო ოპერაციის შედეგად, პორტ „კავკაზში“ ჩაძირული ბორნის ეკიპაჟის 17 წევრი გადაარჩინეს

რუსეთის კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ვენიამინ კონდრატიევი აცხადებს, რომ, სამაშველო ოპერაციის შედეგად, პორტ „კავკაზში“ ჩაძირული ბორნის ეკიპაჟის 17 წევრი გადაარჩინეს. როგორც გუბერნატორი ტელეგრამარხში წერს, მიმდინარეობს კიდევ ორი ადამიანის ძებნა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბორნის ჩაძირვის ადგილას სპეციალურ ზომებს მიმართეს, რათა არ დაუშვან საწვავის გავრცელება.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სარკინიგზო ბორანი საწვავის 30 ავზით იყო დატვირთული.

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბორანზე დარტყმა უკრაინულმა ძალებმა განახორციელეს. იერიშისა და გაჩენილი ხანძრის შედეგად ხომალდი ჩაიძირა.