„თბილსერვის ჯგუფმა“ მხატვრული მინათების კიდევ ერთი პროექტი განახორციელა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, კოსტავას ქუჩაზე კლდე მხატვრულად განათდა, მოეწყო განათების ახალი ქსელი და დამონტაჟდა 35 ერთეული სანათი მოწყობილობა.
მათივე ცნობით, სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ გარეგანათების საექსპლუატაციო სამსახურის მხატვრული მინათების განყოფილების 15 სპეციალისტი აწარმოებდა.