კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ლომბარდში, სადაც მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს, სამართალდამცველები მუშაობენ
თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში ამ დრომდე სამართალდამცველები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები.
როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, გასროლის ხმა არ გაუგიათ. მათი ინფორმაციით, ლომბარდში გარდაცვლილი მამაკაცის ახლობელი მივიდა და ცხედარი სწორედ მან აღმოაჩინა, რის შემდეგაც სამართალდამცველები გამოიძახეს.
თბილისში, კოსტავას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს. ერთ-ერთი ვერსიით, მან თავი მოიკლა. მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.