კორონავირუსით ინფიცირებულ უმცროს მედდასთან კონტაქტში მყოფი რვა პირის ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა
გორის სამხედრო ჰოსპიტლის კორონავირუსით ინფიცირებულ უმცროს მედდასთან კონტაქტში მყოფი რვა პირის ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა, მათ შორის არიან ინფიცირებულის ოჯახის წევრები.
ეპიდემიოლოგებმა თვითიზოლაციის რეკომენდაცია მისცეს ყველა პირს, ვისთანაც ინფიცირებულს პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა.
ექთანს ჰოსპიტლის ექიმებთან შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა ამის მიუხედავად მასთან შემხებლობაში მყოფ პერსონალს უკვე ჩაუტარდა ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.
გორის სამხედრო ჰოსპიტლის უმცროს მედდას გეგმური „პისიარ“ ტესტირებისას კორონავირუსი დაუდასტურდა.