კორონავირუსით დღეს გარდაცვლილ ორ პაციენტს გულ-სიხლძარღვთა მძიმე დაავადებები ჰქონდა
კორონავირუსით დღეს გარდაცვლილ ორ პაციენტს გულ-სიხლძარღვთა მძიმე დაავადებები ჰქონდა

კორონავირუსით დღეს გარდაცვლილ კიდევ ორ პაციენტს გულ-სიხლძარღვთა მძიმე დაავადებები აღენიშნებოდა. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯერის, გია კიკაბიძის განცხადებით, ორივე მამაკაცს გულ-სიხლძარღვთა მძიმე დაავადებები აღენიშნებოდა. მისი თქმით, 65 წლის მამაკაცს ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, 70 წლის მამაკაცს კი, ინსულტი.

ამ დროისთვის კლინიკაში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება ექვსი პაციენტი, ექვსს სჭირდება ჟანგბადის მუდმივ რეჟიმში მიწოდება, სულ კი, რეანიმაციაში 22 პირია მოთავსებული. კლინიკაში მყოფი 147 პაციენტიდან 126-ს პნევმონია აღენიშნება.

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 148 პაციენტი, გარდაიცვალა სამი ადამიანი. წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს მენეჯერის, ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილ ერთ-ერთ პაციენტს გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.