საქართველოში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 298 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი, 148 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა
საქართველოში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 298 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი, 148 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი, ხოლო ვირუსისგან 148 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი ახალი შემთხვევიდან 175 აჭარას, 38 იმერეთს, 32 კი თბილისს უკავშირდება.

კორონავირუსით ორი პაციენტი აჭარაში, ერთ კი თბილისში გარდაიცვალა. სამივე მათგანს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

ამასთან, მკურნალობის ეტაპზე მყოფი 3500-მდე პაციენტიდან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 22 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 054-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 31 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 637 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 800-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.