კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 175 აჭარას, 38 იმერეთს, 32 კი თბილისს უკავშირდება
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 175 აჭარას, 38 იმერეთს, 32 კი თბილისს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევიდან 175 აჭარას, 38 იმერეთს, 32 კი თბილისს უკავშირდება.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„აჭარაში გამოვლინდა შემთხვევების 72 პროცენტი, რაც არის 175 შემთხვევა, იმერეთში -9 პროცენტი, ანუ 38 ახალი შემთხვევა, თბილისში 7 პროცენტი, 32 შემთხვევა, გურიაში – 16 შემთხვევა, სამეგრელო ზემო-სვანეთში -14, სამცხე ჯავახეშთი – 11, ქვემო ქართლში – შვიდი, კახეთში – ოთხი“, – განაცხადა ენდელაძემ.

მისივე თქმით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი 3500-მდე პაციენტიდან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 22 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.