ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის ახალი ტიპის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ჰებეის პროვინციის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა იან იუნიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სწორედ აღნიშნული პროვინციის ქალაქი უხანი არის ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი.
აქამდე უცნობი ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 440-ს გადააჭარბა.
ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო მსოფლიოს ხვადასხვა ქვეყნის აეროპორტებში შემოწმება გაამკაცრეს.
ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა ტაილანდში, ტაივანში, ჰონგ-კონგში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-შიც.
აღსანიშნავია, რომ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ამ წუთებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში საგანგებო სხდომა მიმდინარეობს.